გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის მიმდებარედ, მოქალაქემ ერთი ერთეული ტურა უკანონოდ მოიპოვა. სანადირო თოფი დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მიმდებარედ მოქალაქეები დაურეგისტრირებელი სანადირო თოფებისა და აკრძალული საშუალებით - პროჟექტორის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო ნადირობას.