საქართველოში მორიგი მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბიძგები 21:03 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიდიდემ 3.4(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე, სოფელ სამებასთან, თბილისის დროით 18:13 საათზე, 3.9 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.