საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 22:25 საათზე, საქართველოში 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
ძლიერი ბიძგები თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლებმა იგრძნეს. მიწისძვრის ეპიცენტრში ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
იუწყებიან, რომ ბიძგები იგრძნობოდა სომხეთშიც.