ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ავტო სესხით ან ავტოლომბარდით სარგებლობენ. ასეთი პიროვნებების დიდი ნაწილი არჩევანს აკეთებს ავტოლომბარდზე, რასაც რა თქმა უნდა, თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია.
მანქანის ლომბარდი თანხის მარტივად და სწრაფად მიღების საშუალებაა და რაც მთავარია, ამ სერვისით სარგებლობისას შეგიძლიათ მანქანის ტარების უფლება დაიტოვოთ. თუ რაიმეს შესაძენად საკმარისი ფინანსები არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ, საკუთარი მანქანის უზრუნველყოფით სესხი აიღოთ. უზრუნველყოფა ხდება არა ავტომობილის გადაფორმებით, არამედ გირავნობით. შესაბამისად, თუ განკუთვნილ თანხას ვერ ან არ გადაიხდით, კრედიტორ კომპანიას აქვს იმის უფლება, რომ მანქანა ჩამოგართვათ.
ამ სერვისით სარგებლობის წინ, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კომპანია ყურადღებით. უნდა გაეცნოთ პირობებს, რათა მომავალში ყველაფერი თქვენზე იყოს მორგებული.
გადახდის გრაფიკი - იმისათვის, რომ მომავალში ზედმეტი პრობლემა და გაუგებრობა თავიდან აიცილოთ, ყურადღებით შეარჩიეთ გადახდის გრაფიკი. ეცადეთ ის მოარგოთ თქვენს ინტერესებს, რათა თანხის დაფარვა კონკრეტულ დროს არ გაგიჭირდეთ. რა თქმა უნდა, თუ ვალდებულებას ვერ შეასრულებთ, ჯარიმა დაგეკისრებათ.
ჯარიმის ოდენობა - თავიდანვე გაარკვიეთ, რამდენი იქნება ჯარიმის ოდნება. საუკეთესო შემთხვევაში, ამ პრობლემის წინაშე არ უნდა დადგეთ, მაგრამ ხდება გაუთვალისწინებელი მომენტებიც, ამიტომ ამისათვის მზად უნდა იყოთ.
სესხის გაცემის საკომისიო - სხვადასხვა კომპანიებს განსხვავებული რაოდენობის საკომისიოები გააჩნიათ, ამიტომ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ამ კომპონენტს.
ხელშეკრულების პირობები - ხშირად მომხმარებლები დროის დაზოგვის მიზნით თავს არიდებენ პირობების წაკითხვას. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება იცოდეთ, რა საბუთს აწერთ ხელს, ამიტომაც თავიდანვე კარგად გაეცანით პირობებს.
აქტის დარეგისტრირება - როცა ავტო ლომბარდს იყენებთ, კონკრეტული მომსახურების აქტი აუცილებლად დაარეგისტრირეთ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
ხშირად ადამიანები ავტო ლომბადზე არჩევანს აკეთებენ იმიტომ, რომ პროცედურა საკმაოდ კომფორტული და მარტივია. მაგალითად, განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, ანკეტაში უთითებთ თქვენს პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და ა.შ.). შესაბამის ველებში შეგყავთ ინფორმაცია თქვენი მანქანის მდგომარეობის შესახებ, ის თუ რა მარკა, რა მოდელია, მისი გამოშვების წელი.
სესხის დამტკიცების შემდეგ, უნდა წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. პროცედურა კი კუთვნილი თანხის მიღებით სრულდება.
რა დროა საჭირო თანხის მისაღებად?
უკვე აღვნიშნეთ, რომ კომპანიები ცდილობენ პროცედურა გაამარტივონ და მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად კომფორტული გახადონ. ამიტომაც, მათი სურვილია, რომ მსურველებმა თანხა სწრაფად, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე მიიღონ. საშუალოდ, თანხის მიღებას ერთ საათზე მეტი არ სჭირდება, თუმცა ცხადია, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.
თუ განაცხადს ონლაინ რეჟიმში ავსებთ, ყურადღება მიაქციეთ იმას, მუშაობს თუ არა ეს კომპანია შაბათ-კვირას. თუ თქვენ ანკეტას შაბათს ან კვირას შეავსებთ, განაცხადზე პასუხს ორშაბათამდე ვერ მიიღებთ. არსებობენ კრედიტორი ორგანიზაციები, რომლებიც არასამუშაო დღეებშიც ემსახურებიან მომხმარებლებს.
დღეს საქართველოში ბაზარზე მუშაობენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა პირობებსა და შემოთავაზებებს წარუდგენენ. იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, შეგიძლიათ ისარგებლოთ Finpanda-ს ვებ-გვერდით. ასევე, ფინპანდა გაძლევთ საშუალებას, გაიგოთ, რა არის ავტოლიზინგი და როგორ ვისარგებლოთ აღნიშნული სერვისით.