ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი ავარიაში მოჰყვა.
შემთხვევა ლოს ანჟელესში 21 იანვარს მოხდა. შვარცნეგერი, რომელიც GMC Yukon-ს მართავდა Toyota Prius-ს შეეჯახა.
თავად მსახიობი არ დაშავებულა. Toyota Prius-ის მძღოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.