თბილისის ზღვასთან, სანატორიუმ "ქართლის" ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა, 52 წლის კაცმა, პროტესტის ნიშნად, თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ტრაგიკული შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დევნილები სამართალდამცველებს ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვანების უფლებას არ აძლევენ.
სანატორიუმ "ქართლის" ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე მუდმივად იმატებს.