სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.
"განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი", - ნათქვამია ბრძანებაში.
