დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 15 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1185 შემთხვევა.
საქართველოში ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 990 183-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა.