მუსიკოსი კოტე კანდელაკი პოლიციამ და მაშველებმა იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კოტე კანდელაკი 4 იანვრის ღამეს გაუჩინარდა და ბოლოს მცხეთაში ნახეს. საქმეში ჩართული იყო პოლიციაც.