საქართველოში ამ დროისთვის "ომიკრონის" 147 შემთხვევაა დადასტურებული.
"2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის“ 147 შემთხვევა", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 938 583-ს.