გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, მოქალაქეს, უკანონო ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა განთავსებული.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.