წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელი ადამიანებს თავს დაესხა და დაკბინა. დაშვებულია 3 მოქალაქე. პაციენტები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა სოფელ მაღლაკში გუშინ მოხდა.