გორის ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ჰოსპიტლის დირექტორმა, მალხაზ ურთმელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იგივე რეჟიმი გავრცელდება შაბათ-კვირის დღეებშიც.
"რამდენადაც ვიცი, დღევანდელი დღისთვის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორთა ლიმიტი ამოწურულია. დღეიდან ჰოსპიტალში ნებისმიერ პაციენტთან ვიზიტორის შესვლა იზღუდება 16:00-დან 18:00 საათამდე, ეს ეხება შაბათ-კვირასაც", - განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.