დღესასწაულების პერიოდში მოგზაურობის გეგმებში ხელი მგზავრებს მსოფლიოს მასშტაბით ეშლებათ. მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა.
ავიახაზები ამბობენ, რომ ჯანმრთელი თანამშრომლების ნაკლებობა აქვთ.
BBC-ის ინფორმაციით, პარასკევს, დაახლოებით, 2400 ფრენა გაუქმდა, შაბათს - 2300. გაუქმებული ფრენებიდან 800 აშშ-ის აეროპორტებს უნდა მიეღო, ან გაესტუმრებინა.
გაფრენამდე კორონავირუსი ავიახაზების თანამშრომლების დიდ ნაწილს უდასტურდება.
ევროპაში მგზავრობის შეზღუდვები არის ერთ-ერთი, რომლითაც ომიკონის გავრცელებას ებრძვიან. იმის მიუხედავად, რომ წინასწარი მონაცემებით, ახალი შტამი ძველებთან შედარებით, მსუბუქი ჩანს, ფართომასშტაბიანი გავრცელების პირობებში, შედეგები, შესაძლოა, მძიმე იყოს.