ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში. თბილისი ენერჯის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
"გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს", მოუწოდებს კომპანია მოსახლეობას.