გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ანკესზე გამობმული ე.წ. სახლართი ტიპის ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას და 1 კგ. კარჩახანას სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.
ვინაიდან საქმეები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.