სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით 21-ე სხდომაში.
სხდომის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ - სალომე ბახსოლიანმა მოდერაცია გაუწია ,,კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე გამართულ სესიას.
სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორმა - მარიამ ელყანაშვილმა კი მონაწილეებს ორი მოხსენება წარუდგინა.
მოხსენებების ფარგლებში სხდომის მონაწილეები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ მანდატსა და როლს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს გაეცნენ. ამასთან, ხაზგასმული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტისა და 108+ კონვენციის ამოქმედების მნიშვნელობა და სამსახურის მზაობა, ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან - ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების ამაღლების უზრუნველსაყოფად.
ვრცლად
https://personaldata.ge/ka/press/post/7785