"არავაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსით დაავადების რისკი 10-ჯერ მეტია, გარდაცვალების რისკი კი 20-ჯერ მეტია მათთან შედარებით, ვინც ვაქცინის სამი დოზა გაიკეთა", - ამის შესახენ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.
CDC-ს მონაცემების მიხედვით, არავაქცინირებულ ადამიანებსა და მხოლოდ ორი დოზით აცრილების რისკებს შორისაც უდიდესი განსხვავებაა - უფრო კონკრეტულად, 14-ჯერ მეტია არავაქცინირებული ადამიანების გარდაცვალების რისკი, მხოლოდ 2 დოზით აცრილებთან შედარებით.