თბილისში ვაზისუბნის დასახლების ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
აფეთქება, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ფოტო: მთავარი არხი