"რამდენიმე დღის წინ გამართულ მინისტერიალზე დიდი ინტერესი გამოიწვია მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა", - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მეზობელ სომხეთს ამ წარმატებული პროექტის გამოცდილებას გაუზიარებს.
"ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვგეგმავთ, ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ჩატარებას, სადაც მათ გავუზიარებთ გამოცდილებას მობილური იუსტიციის სახლის პროექტთან დაკავშირებითაც", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, მიმდინარე კვირაში, ვენეციაში გამართული მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.