ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ლონდონში შემთხვევების უმეტესობა უკვე ხვალიდან „ომიკრონი“ იქნება, - ამის შესახებ BBC წერს.
ჯონსონის ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევების 40% ახალი შტამია. „რისკი უკვე აშკარაა, ლონდონსა და ქვეყნის რამდენიმე ნაწილში „ომიკრონის“ შემთხვევები სწრაფად მატულობს. დედაქალაქში ახლა, დაახლოებით, 40% „ომიკრონზე“ მოდის.
ხვალისთვის შემთხვევების უმეტესობა უკვე ახალი შტამი იქნება. რაოდენობა ზრდას გააგრძელებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. პრემიერ-მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ ქვეყანაში, ახალი შტამით ინფიცირების შედეგად, სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა.