კორონავირუსის პანდემიის თითქმის ორი წლის თავზე, შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პანდემია 2022 წელს დასრულდება, რაც ეკონომიკურ აღდგენასა და საზოგადოებრივი ყოფის ჩვეულ რიტმში დაბრუნებას გამოიწვევს.
"ჩვენი შეხედულებით, 2022 წელი იქნება სრული გლობალური აღდგენის წელი, პანდემის დასასრულისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების წელი. ეს განპირობებული იქნება მოსახლეობის ფართო ფენებში იმუნიტეტის გამომუშავებითა და იმ თერაპიული საშუალებებით, რომელიც მომავალ წელს უფრო მასშტაბურად იქნება ხელმისაწვდომი", - აღნიშნავს მარკო კოლანოვიჩი, რომელიც JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსი.
JPMorgan იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი გამოიწვევს ეკონომიკის ძლიერ აღდგენას, რაც დაკავშირებული იქნება გლობალური მობილობისა და ეკონომიკური აქტივობის განახლებასთან.
მიუხედავად პოზიტიური მოლოდინებისა, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ასახელებენ პოტენციურ რისკებს, როგორებიცაა გეოპოლიტიკური დაძაბულობა ევროპასა და აზიაში, ინფლაციის ზრდა და ვაქცინაციის დაბალი ტემპი.
შესაძლო პოტენციურ რისკთა შორის დასახელებულია კორონავირუსის ახალი "ომიკრონი" შტამი, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
ფოტო: AXIOS