სროლა იყო ბათუმში. ნარკოლოგიური ცენტრის წინ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
ნიღბიანმა პირმა მამაკაცს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.