ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამარულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დღეს ნაადრევეია იმაზე საუბარი, თუ როგორ განახლდება სასწავლო პროცესი.
თამარ გაბუნია იმედოვნებს, საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რათა სექტემბრამდე დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულების ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს.
"დღეს გაიხსნა სპეციალურად საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებისთვის გამოყოფილი სივრცეები, სადაც რეგისტრაციის გარეშე, წინასწარ ორგანიზებული აცრით პირველი ჯგუფი აიცრა. იგივე მოხდება ქვეყნის სხვა რეგიონებში, რათა საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის.
"სექტემბრამდე დარჩენილია სამი კვირა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროის განმავლობაში განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურ ვაქცინაციას ვაწარმოებთ. იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში. დღეს გაიხსნა სპეციალურად ამ ადამიანებისთვის გამოყოფილი სივრცეები, სადაც რეგისტრაციის გარეშე, წინასწარ ორგანიზებული აცრით პირველი ჯგუფი აიცრა. იგივე მოხდება ქვეყნის სხვა რეგიონებში, რათა საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. ყველაფერი სხვა, თუ როგორი ფორმით განახლდება სწავლა სექტემბერში, დამოკიდებული იქნება ეპიდვითარების განვითარებაზე, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია", - აცხადებს გაბუნია.