8 ნოემბერს, 12:00 საათზე, ფინასნთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი მედიას ახალი მომსახურების დეტალებს გააცნობს (გულუას ქ. # 4). სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების ყიდვას მომხმარებელი შინიდან გაუსვლელად შეძლებს. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებელს მომსახურების თანამედროვე და მარტივ გზას - ინტერნეტმაღაზიას სთავაზობს.
მომსახურების სააგენტო მომხმარებლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის ახალ ფორმას სთავაზობს "ინტერნეტ მაღაზიას" www.eauction.ge. აღნიშნული პროექტის ამოქმედება მომხმარებელს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი და ისარგებლოს თბილისის მასშტაბით უფასო ადგილზე მიტანის სერვისით. ინტერნეტმაღაზიაში წარმოდგენილი ქონების ფასები საბაზრო ღირებულებაზე 20-30 %-ით ნაკლებია.
აღნიშნული ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მომხმარებელს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტაუქციონში, გაეცნოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთვნილ 3 მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი საქონლის სრულ ჩამონათვალს, ფოტოებსა და ფასებს.