ხვალ, 6 ნოემბერს, 11:00 საათზე, ნატახტარში მდებარე ხორცის პირველადი გადამამუშავებელ საწარმო "იბერმით-ჯორჯიას", თბილისში თავის პირველ მაღაზიას გახსნის, რომლესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრება.
"იბერმით-ჯორჯიას" მაღაზიათა ქსელი "იბერულას" სახელით იქნება წარმოდგენილი. მენეჯენტი პირობას დებს რომ "იბერულაში" მყიდველი გარანტირებული იქნება, რომ საღ და ხარისხიან ხორცს შეიძენს. კილოგრამი საქონლის ხორცი 7-დან 9 ლარამდე ეღირება. "იბერულას" პირვეი მაღაზია ყაზბეგის გამზირ 6-ში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ ოქტმბერში ახლადგახსნილი ხორცის პირველადი გადამამუშავებელ საწარმო საქართველოს პრეზიდენტა დაათვალიერა. საწაროში რუსულ-ქართული ომის დროს დაზარალებული 100-მდე ადამიანი მუშაობს, სამომავლოდ კი კიდევ 300-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
ქარხანა "იბერმით-ჯორჯია" ქართველ გლეხებს სიახლეს სთავაზობს: გლეხებს აღარ მოუწევთ რაიონში ჩასვლა პირუტყვის გასაყიდად. ქარხანას თავისი წარმომადგენლები ეყოლება, რომლებიც თავად შეიძენენ პირუტყვს საბაზრო ფასად.
მიხეილ სააკაშვილმა ქარხნის ხელმძღვანელობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხი აუცილებლად უნდა ამაღლდეს, რომ ქართული სამზარეულო უნდა განვითარდეს და გამრავალფეროვნდეს. "იბერმით-ჯორჯია" ქართული ინვესტიციაა და მისი აშენება 10 მილიონი ლარი დაჯდა.