დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხვალ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.
ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრება.
ვაქცინას ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი "სინოფარმის" შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.
"სინოფარმით" ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან იწყება.
ჩინური პრეპარატით აცრა საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი.