პოლონური დიასპორა საქართველოში "ყოველთა წმინდანთა ხსენების დღეს" აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა იადვიგას სახელობის პოლონური სკოლის მოსწავლეები კუკიის სასაფლაოზე პოლონურ საფლავებზე საზეიმოდ დაანთებენ სანთლებს.
საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური კი პოლონეთის ქართული დიასპორის თავმჯდომარე დავით გამცემლიძეს შეხვდება.
შეგახსენებთ, წმინდა იადვიგას სახელობის სკოლის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში "გახსოვდეს შენი წინაპრები", რომელსაც აფინანსებდა პოლონეთის საელჩო საქართველოში, აწესრიგებდნენ XIX და XX საუკუნის პოლონურ საფლავებს კუკიის სასაფლაოზე.
საფლავებში განისვენებენ პოლონელები, რომლებიც პოლონეთის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აჯანყებებში მონაწილეობისათვის, რუსეთის მთავრობამ გადაასახლა კავკასიაში, ასევე ინჟინრები, კომპოზიტორები, მხატვრები, მეცნიერები.
"ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე" ყველა კათოლიკურ ქვეყანაში აღინიშნება.