გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი აკრიტიკებს აშშ-ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნების გადაწყვეტილებას
ნიკი ჰეილის განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დიქტატორებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს იცავს.
"გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო არ აუმჯობესებს ადამიანის უფლებებრივ მდგომარეობას. ის იცავს დიქტატორებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა. სამწუხაროა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ლეგიტიმაცია მიანიჭა ორგანოს, რომელიც ფარსი გახდა ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის მთელ მსოფლიოში", - აღნიშნავს ნიკი ჰეილი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს განაცხადა, რომ ვაშინგტონი უბრუნდება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ 2018 წელს გამოაცხადა.
დონალდ ტრამპმა აკრიტიკებდა ადამიანის უფლებათა საბჭოს ისრაელის მიმართ მიკერძოებულობისა და რეფორმების არარსებობის გამო.