უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობის რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V"-ით შესაძლო აცრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინელები კურდღლები არ არიან, რომ მათზე ექსპერიმენტები ჩატარდეს.
ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინამ AstraZeneca-სა და Novavax-ის ვაქცინების 12 მლნ დოზის მიწოდებაზე თანხმობა უკვე მიიღო.
"არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, რომ რუსული წარმოების "სპუტნიკ V"-ი გარანტირებულია და 90-91-პროცენტიან ეფექტს იძლევა. არც ჯანმო-ს და არც წამყვან ექსპერტებს ეს არ დაუდასტურებიათ... უკრაინის მოქალაქეები ადამიანები არიან და არა (ბოდიშს ვიხდი ამ შედარებისთვის) კურდღლები და მათზე ექსპერიმენტების ჩატარების უფლება არ გვაქვს", - განაცხადა ზელენსკიმ შეკითხვის პასუხად აიცრებიან თუ არა უკრაინელები ვაქცინით "სპუტნიკ V".