ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ქვეყანაში ტელეკომპანია "Россия-РТР"-ის მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარე აივარ აბოლინშმა მიკრობლოგ Twitter- ზე განაცხადა.
რუსული ტელეკომპანიის მაუწყებლობის აკრძალავა ძალაში 15 თებერვლიდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
"ჩვენ ვიცავდით ჩვენს ინფორმაციულ სივრცეს, ვიცავთ და კვლავ დავიცავთ", - წერს აბოლინში Twitter- ზე.
რუსული ტელეკოპმანიის მიმართ შეზღუდვის პროცედურის ამოქმედების საკითხი გასული წლის ზაფხულში დაისვა, როდესაც ტელეკომპანიის ეთერში სიძულვილის გაღვივების მცდელობას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, გადაცემაში "60 წუთი" უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - ტერორისტად.