100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯორჯ შულცი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ჯორჯ შულცს ფედერალურ მთავრობაში 4 სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს, 6 წლის განმავლობაში შულცი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა. ამ დროის განმავლობაში, ცივი ომის პერიოდში საკვანძო მნიშვნელობის როლს თამაშობდა დიპლომატიურ ურთიერთობებში.
იგი ასევე მსახურობდა ხაზინის დეპარტამენტის მდივნად, შრომის დეპარტამენტის მდივნად და მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორად პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციის დროს.
1989 წელს მას გადაეცა უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო - თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენი.
ჯორჯ შულცი საკუთარ სახლში სტენფორდში, კალიფორნიის შტატში გარდაიცვალა.