ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ ამერიკელებს სიტყვით მიმართა.
ჯო ბაიდენმა დღევანდელ დღეს, ამერიკის, დემოკრატიის, ისტორიის, იმედისა და განახლების დღე უწოდა.
"ეს არის ამერიკის დღე. ეს არის დემოკრატიის დღე. ისტორიის, იმედისა და სიმტკიცის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა", - თქვა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზიდენტმა თანამემამულეებს გაერთიანებისკენ და გამოწვევების ერთობლივად დაძლევისკენ მოუწოდა.