სალომე ზურაბიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური აქვეყნებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მინისტრობის კანდიდატებიც წარუდგინა:
განათლების, მეცნიერების, კლუტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯეშვილი;
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე;
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე.