საქართველოში რომ ვყოფილიყავი "ნაციონალური მოძრაობა" მინიმუმ 50 პროცენტს აიღებდა. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, ის ძალიან ამაყობს "ნაციონალური მოძრაობით".
"ძალიან ვამაყობ "ნაციონალური მოძრაობით", რომელმაც არა მხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველანაირი რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, არამედ აიღო ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით 35 პროცენტზე მეტი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო პრაქტიკულად, ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, "ნაციონალური მოძრაობა" აიღებდა მინიმუმ 50 პროცენტს. ეს ყველამ კარგად იცის და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან კარგ ფორმაშია, ჩვენ ვართ გამარჯვებული დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში", - თქვა სააკაშვილმა.