დიდი იმედი გვაქვს, ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება. განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
"საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ, დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ იქედან გამომდინარე, რომ შეთანხმებული ვართ ასეთ პირობაზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ელჩებს, რომლებიც ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს პროცესი გაგრძელდება, შეხვედრა სავარაუდოდ ხვალაც შედგება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში შეთანხმებით დასრულდება", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა.