"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.
კანდელაკის თქმით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებებზე უნდა მიიტანის გონივრული წინადადება, თუ როგორ შეიცვალოს სიტუაცია, რომელშიც ქვეყანას გაუჩნდა არალეგიტიმური პარლამენტი და როგორ გაჩნდეს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ასახავს საზოგადოების განწყობას.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა, რათა გაჩნდეს ლეგიტიმური პარლამენტი, ეს არის არჩევნები.
"ყველა ოპოზიციური პარტიის მტკიცე გადაწყვეტილება გაყალბების, მანიპულაციებისა და კრიმინალის მასშტაბიდან გამომდინარე არის შემდგარი ფაქტი პარლამენტში არ მონაწილეობაზე. ეს შემდგარი ფაქტი არის ძალიან დიდი პრობლემის მომტანი სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც, მაგრამ პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის.
ამრიგად, ახლა ბურთი არის ქართული ოცნების მხარეს, ქართულმა ოცნებამ უნდა მოიტანოს გონივრული წინადადება, როგორ შეიცვალოს სიტუაცია, რომელშიც ქვეყანას გაუჩნდა არალეგიტიმური პარლამენტი და როგორ უნდა გაჩნდეს ქვეყანაში ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც საზოგადოების განწყობას ასახავს.
ერთადერთი გზა, რომ გაჩნდეს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ასახავს საზოგადოების განწყობას, არის არჩევნები, ხოლო ამის მიღმა არის უამრავი დეტალი, რაც, რათქმაუნდა, ექვემდებარება მოლაპარაკებას", - განაცხადა კანდელაკმა.