საქართველო ბუნდესტაგზე განხორციელებული კიბერშეტევისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. შესაბამის ინფორმაცია ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა.
საქართველოს გარდა, სანქციებს შეუერთდნენ ევროკავშირის არაწევრი სხვა სახელმწიფოები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია, და უკრაინა.
"ევროკავშირი ითვალისწინებს და მიესალმება ამ ვალდებულებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ჰაკერული თავდასხმა ბუნდესტაგზე 2015 წლის აპრილში განხორციელდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიას აქვს ძლიერი მტიცებულება იმისა, რომ ბუნდესტაგზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთის მოქალაქე, დიმიტრი ბადინი იდგა, რომელიც იმ დროისთვის ГРУ-ში მუშაობდა.
2020 წლის მაისში, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუსეთის ГРУ-ს ოფიცრის, დიმიტრი ბადინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა.