უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიკურნა COVID-19-ისგან.
"კორონავირუსის ბოლო ტესტი უარყოფითია", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.
მისივე თქმით, "ყველას კარგად უნდა ესმოდეს კორონავირუსის საფრთხეები და მაქსიმალურად იზრუნონ საკუთარ თავზე".
9 ნოემბერს ზელენსკიმ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.