ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 012 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში.
თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი.