საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისათვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ამის შესახებ ელჩმა დეგნანმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
კელი დეგნანის თქმით, შეხვედრები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ყველა მოდის გამოსავლის პოვნის რეალური სურვილით, რაც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს. არის რეალური გაგება, რომ საქართველოს ინტერესები ყველაზე მთავარია", - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.