საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა თავდამსმხმელი შეიარაღებული.
ცოტა ხნით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო", - იტყობინება შსს.