საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს მიესალმება. ამის შესახებ ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" აცხადებს.
"მივესალმებით აშშ-ოს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.