საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
გახარიას თქმით, ის უკვე დაუბრუნდა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.
"დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!", - წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი.
გიორგი გახარია კორონავირუსით 2 ნოემბერს დაუდასტურდა.