აჭარის მთავრობის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა, ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის 3,2 %-იანი ზრდა განახორციელა.
,,მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმოს 3,2 % -იანი ზრდით. რეალურად, ეს ნიშნავს , რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, სოციალური არ გაჩერდება. ჩვენ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების მიმართ ხელფასების ზრდის ნაწილში და შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში. აღვნიშნავ, რომ ის დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც იყო დაგეგმილი შეუფერხებლად განხორციელდება.
ასევე, მუნიციპალიტეტების კუთხითაც გათვალისწინებული გვაქვს კაპიტალური ტრანსფერები. ბიუჯეტი იგეგმება 349 ლარზე, და კაპიტალური ტრანსფერი იქნება 75,3 მილიონი ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის, რაც მიცემს საშუალებას , რომ მათ შორის ბათუმმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა, არ გადაავადონ ის კონკრეტული პროექტები, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული. ასევე, აღვნიშნავ, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს არ შემცირებია ბიუჯეტი, მათ შორის, ხელვაჩაურს 2 მლ ლარი დაემატება“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.