დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ხელებაწეული გამოიყვანეს.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.
შენიშვნა: მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა. ბოლო ინფორმაციით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა ტერორისტმა „საქართველოს ბანკის“ შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა.