ხარკოვში უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 20 სამხედრო კურსანტი ემსხვერპლა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის მხარეში, ჩარგუევის მახლობლად, დღეს საღამოს ჩამოვარდა. თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა, რა დროსაც ის მიწაზე დაენარცხა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმფრინავის ბორტზე 28-მდე სამხედრო კურსანტი იმყოფებოდა.