პარტია "თეთრები" ნომერი პირველით იღებს არჩევნებში მონაწილეობას. დღეს კენჭისყრაზე პარტიას ცესკოში მისი გენერალური მდივანი, ზურაბ ხასია წარმოადგენდა. სწეორედ მან ამოიღო პარტიის საარჩევნო ნომერი. "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ფეისბუქის სტატუსით გამოეხმაურა ამ ფაქტს.
"თეთრები" საარჩევნო სიაში პირველი ნომერია... პირველი.. "დღეს მთავარანგელოზობაა.. არაფერი უფლის ნების გარეშე არ ხდება. .მეცნიერებმა,სისუფთავემ და წესიერებამ-თეთრმა, დიდი მხარდაჭერა მიიღო! ვინც ხმას მოგვცემს იამაყებს, ინანებს, ვინც ამას არ გააკეთებს! ჩვენგან ღალატი არ იქნება! ვიყოთ პირველებთან დაერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!", - აცხადებს შაშიაშვილი.