თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯიშკარიანი Facebook-ზე ავრცელებს. 
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ჯიშკარიანი 8 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 
დეპუტატი თავს კარგად გრძნობს.