"ქუთაისს უნდა მიენიჭოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსი" - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ისაუბრეს.
საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ და პარტის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განცახდება გააკეთა ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების საკითხზე .
"ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და უნდა გაორმაგდეს ქალაქის ბიუჯეტი, ვინაიდან ეს ისტორიულ-კულტური ქალაქი ამას იმსახურებს. ქუთაისს აუცილებლად დაუბრუნდება ის, რაც ქართულმა ოცნებამ წაართვა" - აღნიშნა ვაშაძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა გახდეს რეგიონის განვითარების სტიმული და მას საპარლამენტო და ადმინისტრაციული ქალაქის სახელი უნდა მიენიჭოს.